25 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ფოთის პორტში ნავთობ გადამზიდავი კომპანიების წილებთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მომჩივანი ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე იყო, დავის საგანი კი ფოთის პორტში მდებარე ნავთობ გადამზიდავი კომპანიების წილები იყო.

ნიჟარაძის მტკიცებით, აქტივები მას იძულებით დაათმობინეს, კეზერაშვილის დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბიზნესმენს ფულადი კომპენსაცია ჰქონდა სანაცვლოდ მიღებული. საბოლოოდ სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასკამარისად მიიჩნია.

პროკურორის თქმით, კი მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას.  

“ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ბრალდებულ დავით კეზერაშვილის მიმართ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ფაქტს“ - განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატი ბექა ბასილაია კი აცხადებს, რომ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა, რადგან ბრალდების ფაქტები არ არსებობდა.

“გარდა გამამართლებელი განაჩენისა, სხვა ვერ იქნებოდა მიღებული, რამდენადაც, რაც სასამართლო პროცესებზე გამოვიკვლიეთ, იძულების ან ძალადობის ფაქტები გამოირიცხა“ - აღნიშნა ბასილაიამ.

თამაზ ნიჟარაძის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლო ვიღაცის ხელით იმართება და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური გარიგების შედეგია.

“ფაქტი იმისა, რომ ნიჟარაძეს აღუკვეთეს უკანონო თავისუფლება და სახლში ყავდათ გამომწყვდეული ყოველგვარი ბრძანების, დადგენილების, განჩინების გარეშე, ეს დადასტურდა. სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოსამართლემ იმიტომ, რომ ეს მოსამართლე თავის თავს არ ეკუთვნის და სასამართლო იმართება ვიღაცის ხელით. ეს არის პოლიტიკური გარიგების შედეგი,“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.     

დღის ამბები