24 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
ქუთაისში სასამართლომ ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი 20 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულის მამამ კი განაცხადა, რომ მის შვილს პროვოკაცია მოუწყვეს და ამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს.

დღევანდელ დღემდე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირი საქალაქო სასამართლოს მიერ გირაოთი იყო გათავისუფლებული.

ინციდენტი 3 იანვარს მოხდა. მაგდალენა გოშხეთელიანის მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ მას და მის მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ოჯახმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები