19 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. რიგით ორი ათას 626 ვარსკვლავი არენ ბის ჟანრის შემსრულებელს - Mary J. Blige-ს გაუხსნეს.

ორგანიზატორებმა ვარსკვლავის გახსნის ცერემონია განზრახ დაამთხვიეს მომღერლის დაბადების დღეს და ღონისძიებაზე მიდი უახლოესი მეგობრები მიიწვიეს.

Mary J. Blige 47 წლის გახდა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მომღერალი 31-ჯერ იყო ნომინირებული "გრემიზე" და 9 ჯილდო მოიგო.

90-იანი წლების ბოლოს მომღერალმა სამსახიობო კარიერაც დაიწყო და "მადბაუნდში " შესრულებული როლისთვის "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული.

დღის ამბები