24 აპრილი 2024,   21:59
ვრცლად
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სოფელ დუისში, სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ახალ მეჩეთში გაიმართა, სადაც მსჯელობის მთავარი თემა 26 დეკემბერს, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იყო.

სულხან სალაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისელებს არა მედიასაშუალებებით, არამედ უშუალოდ ეკონტაქტონ და ინფორმაცია მათგან ადგილზევე მიიღონ. საია-ს ხელმძღვანელისთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო ძალის გამოყენება მაჩალიკაშვილთან მიმართებაში. 

“ამ საქმეზე ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა წარმართოს ობიექტური გამოძიება და საზოგადოებას უნდა უთხრას სიმართლე“ -განაცხადა სალაძემ.  

დღის ამბები