26 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი - საპატრიარქოს მოთხოვნამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა მეცნიერებათა აკადემიაში ხმაურის ფონზე წარიმართა. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები შეკრებილებს არწმუნებდნენ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია და სასჯელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის უნდა გაუქმდეს.

ხმაურიან განხილვას წინ საპატრიარქოს საგანგებო განცხადება უძღვოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ინსტიტუტმა პარლამენტს პირდაპირ მოსთხოვა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება. ისინი ნარკოტიკების უკანონო შემოტანაზე ზომების გამკაცრებას და ნარკოტიკების რეალიზატორებისთვის სასჯელის გამკაცრებას მოითხოვენ.

საპატრიარქოს მოთხოვნასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ინსტიტუტმა კანონმდებლებს არ უნდა უკარნახოს როგორი კანონი დაწერონ, დანარჩენების აზრით კი, სასულიერო პირების პოზიცია გასათვალისწინებელია.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრები მიიჩნევენ, რომ თუ ცვლილებებზე მსჯელობა შეჩერდება, ათასობით ადამიანს კვლავ საპატიმროში დარჩენა მოუწევს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში უკვე თვეებია მიმდინარეობს. უმრავლესობის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად ცვლილებები პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე მიიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები