19 აპრილი 2024,   22:58
ვრცლად
"ქართული ოცნების" ფრაქცია ბორჯომში სამ ნაწილად იშლება

"ქართული ოცნების" ფრაქცია ბორჯომში იშლება, მაგრამ ეს თავად ოცნების გეგმაა. "ქართული ოცნებიდან" ანდრო თედიაშვილი "კონსერვატორებში", ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი კი "მრეწველებში" წავიდნენ. ამ პოლიტიკური ტრანსფერის შემდეგ ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია იქმნება. ოცნების პოლიტიკური გარიგება ხალხს ბორჯომში დამატებით 300 ათასი ლარი დაუჯდება. 

ქვეყნის მმართველი პარტია, რომლიც ბორჯომის საკრებულოში უმცირესობაშია, ამ გადაწყვეტილებით საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. პარტიის წევრები თავადაც აღიარებენ, რომ ახალი ფრაქციების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები დამატებით ანაზღაურებას და პრივილეგიებს მიიღებენ. მაგრამ აქვე პირობას დებენ, რომ საქმესაც მეტს გააკეთებენ - თუმცა შეკრების დღიდანვე "ქართული ოცნების" ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმშია და ბორჯომის საკრებულოს სხდომებს არ ესწრება.

ჯერჯერობით უცნობია როდემდე გაგრძელდება ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნების" ბოიკოტი, შემდეგი სხდომა 18 იანვარს არის ჩანიშნული. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება, შეიქმნება თუ არა ბორჯომში 2 ახალი ფრაქცია და ზუსტად რამდენი ათასი ლარი დაუჯდება ეს ადგილობრივ ბიუჯეტს.

დღის ამბები