11 დეკემბერი 2018,   01:03
ვრცლად
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 32 წლის ახალგაზრდა მრავლობითი ჭრილობებით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მძიმეა ქალის მეგობარი მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ასევე ბრალდებულმა დაჭრა.

დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინვე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები