19 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
ქუთაისში ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისში, ბარ-რესტორან "სეზამში" დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. რესტორნის მენეჯერის განცხადებით, დაცვის თანამშრომელსა და ბარში შემსვლელ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება აღნიშნული პირების მიერ ბარში სასმელის შეტანის მოთხოვნას მოჰყვა. დაცვის დაჭრილი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები