25 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
ტრამპმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა და ამავდროულად არსებული სანქციების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა და ამავდროულად არსებული სანქციების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა. საუბარია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მოქმედებაც 2015 წელს "ისტორიული ბირთვული შეთანხმების" გაფორმების შემდეგ დროებით გაიყინა.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმება არახელსაყრელია და გადახედვას საჭიროებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ პოზიცია არ შეუცვლია და სანქციების შეჩერების ვადა მხოლოდ იმ მიზნით გაახანგრძლივა, რომ ევროპელ პარტნიორებმა ბირთვული შეთანხმების ხარვეზებზე დაიწყონ მუშაობა.

დონალდ ტრამპმა ევროპელი კოლეგები გააფრთხილა, რომ ეს ბოლო შანსია და თუ კომპრომისი არ მოიძებნება, ის ისტორიული შეთანხმებიდან გავა.

რაც შეეხება დაატებით სანქციებს, შეზღუდვები 14 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას დაუწესდა, რომლებსაც კავშირი აქვთ ბირთვულ პროგრამასთან და ირანში მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობასთან.

დღის ამბები