20 აპრილი 2024,   03:13
ვრცლად
პანამაში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპის პოზიციებს არ ეთანხმება და თანამდებობიდან გადადგა

დონალდ ტრამპი მიგრანტების შესახებ გაკეთებული განცხადებას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. პანამაში შეერთებული შტატების ელჩი თანამდებობიდან გადადგა. ჯონ ფილიმ განაცხადა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის პოზიციებს და მასთან ერთად ვეღარ იმუშავებს.

პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ფრაზა "ბინძური ქვეყნები" არ უთქვამს, თუმცა აღიარებს, რომ ხისტი ლექსიკა გამოიყენა. დონალდ ტრამპის პოზიციას კონგრესმენების ნაწილი ადასტურებს, ნაწილი კი ისევ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ის ქვეყნები, საიდანაც ამერიკაში მიგრანტების დიდი ნაკადი ჩადის, უხამსად მოიხსენია.

ბრალდებების ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის შემდეგ დონალდ ტრამპი რასიზმში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც დაადანაშაულეს. 

დღის ამბები