25 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
პუჩდემონი კატალონიის ავტონომიური ოლქის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ემზადება

კარლეს პუჩდემონი კატალონიის ავტონომიური ოლქის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ემზადება. ბელგიაში მყოფმა პოლიტიკოსმა ახალი სამთავრობო ვებგვერდი შექმნა, რომელსაც რეგიონის დისტანციურად მართვისთვის გამოიყენებს.

საიტზე სახელწოდებით „რესპუბლიკის მთავრობა“ კატალონიის თვითმმართველობის ინსტიტუტების საკონტაქტო მონაცემებია მითითებული.

განცხადება კარლეს პუჩდემონის კატალონიის ლიდერად არჩევის შესახებ მისმა თანამოაზრეებმა გაფართოებული სხდომის შემდეგ გააკეთეს.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 2-მა პოლიტიკურმა ძალამ მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწია.

დღის ამბები