22 სექტემბერი 2018,   10:26
ვრცლად
წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში - წერეთლის გამზირზე, კლუბ „ბასიანთან“ გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს. 30 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია.

„ბასიანთან“ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები