22 ივნისი 2018,   23:07
ვრცლად
ევროკავშირი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ ტრამპის განცხადებას ყურადღებით შეისწავლის

ევროკავშირი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ყურადღებით შეისწავლის.

ოფიციალური განცხადება ამ თემაზე ბრიუსელმა დონალდ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ გაავრცელა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების შეჩერების ვადა 120 დღით გაახანგრძლივა და პარტნიორებს ბოლო შანსი მისცა იმისთვის, რომ ისტორიულ დოკუმენტში არსებული არახელსაყრელი ხარვეზები გადაიხედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა.

დონალდ ტრამპის გაფრთხილებას თეირანსა და მოსკოვში გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ შეთანხმების პირობები გადახედვას არ ექვემდებარება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეირანს დამატებითი სანქციებიც დაუწესა. ახალი შეზღუდვები 14 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას შეეხო, რომლებსაც კავშირი აქვთ ბირთვულ პროგრამასთან და ირანში მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობასთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები