25 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
შეკვეთილი მკვლელობების სერვისი საქართველოში - ადამიანის ლიკვიდაციის მსურველები და შემსრულებლები ერთმანეთს ინტერნეტით ეკონტაქტებიან

შეკვეთილი მკვლელობების სერვისი საქართველოში - ადამიანის ლიკვიდაციის მსურველები და შემსრულებლები ერთმანეთს ინტერნეტით ეკონტაქტებიან. დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დღემდე ვირტუალურ სივრცეში ნარკოტიკების გაყიდვით იყო დაკავებული, ახლა მსურველებს იარაღის შეძენას და ადამიანის მოკვლას სთავაზობს.

რუსულ ენაზე სხვადასხვა აბონენტთან გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, შეკვეთილი მკვლელობაც შეასრულონ.

კურიერს ექსპერიმენტის ფარგლებში ინკოგნიტო პირმა საერთაშორისო ნომრიდან გამოგზავნილი შეტყობინებით ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი შეთავაზა. 

დანაშაულებრივი სქემა შემდეგია - ფული ირიცხება რუსულ რუბლებში სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე, ამის შემდეგ კურიერი მიდის და წინასწარ შერჩეულ სადარბაზოში, სპეციალურ სამალავში ტოვებს იარაღს, იღებს ფოტოს და უგზავნის შემკვეთს. ლოკაციის ფოტოს მიღების შემდეგ ადგილზე მყიდველი მიდის და პროდუქტს იღებს.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსისთვის, ირაკლი ქადაგიძისთვის, მსგავსი შინაარსის შეტყობინებები უცხო არაა.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, შოთა უტიაშვილი, ამბობს, რომ შეტყობინებები, რომელიც ვაიბერის საშუალებით მოქალაქეებს ტელეფონით მისდით, შესაძლოა, თავად პოლიციის მიერ იყოს ინსპირირებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება უკვე თვეებია, მიმდინარეობს, თუმცა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების შეთავაზებაზე.

თავდაპირველად შეტყობინებების ავტორები საქართველოს მოქალაქეებს ჯერ მხოლოდ ნარკოტიკებს, შედეგ იარაღს ბოლო რამდენიმე დღეა, კი უკვე შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას სთავაზობენ.

დღის ამბები