23 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
ივანიშვილის საქმის განხილვა ჟენევის სასამართლოში და ფული, რომელიც „გაზპრომის“ მაღალჩინოსნებთან მიდიოდა

ორშაბათიდან ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას ჟენევის სასამართლო იწყებს. საქართველოს ყოფილი პრემიერი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, ვიტალი მალკინი შვეიცარიულ ბანკ კრედიტსვისს ქონების გაფლანგვას ედავებიან. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი რამდენიმე მილიარდიდან რამდენიმე მილიონი წამგებიან ბიზნესში ჩადეს და აზარალეს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტის წარმომადგენელის, ნინო ბაქრაძის, ინორმაციით, ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას მის კლიენტთან - ბიძინა ივანიშვილთან, ათანხმებდა. ამ დროს ოპერაციების დროს ფული გაზპრომის მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.

„ეს ფული, რომელიც დაიკარგა და რომელსაც ედავებიან პატრიკ ლესკადრონსა და კრედიტსვისს, ეკუთვნის ივანიშვილსა და მალკინს და მათი ფული იყო გამოყენებული სხვების აქტივების გადასაფარად. ეს სხვები უნდა იყვნენ, როგორც ვიცით, გაზპრომის მაღალჩინოსნები,“ - განაცხადა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტის წარმომადგენელმა, ნინო ბაქრაძემ. 

შვეიცარიული პრესა წერს, რომ ივანიშვილის საქმეზე სასამართლოს სხდომა იმდენად მაშტაბური იქნება, რომ ექსპრემიერმა პროცესზე უამრავი ადვოკატი მიავლინა და ამის გამო ჟენევის სასამართლოს ისტორიული დარბაზი დროებით გადააკეთეს კიდეც. 

 

დღის ამბები