მუხიანში, დუმბაძის გამზირზე მდებარე ორი ნაბიჯის მაღაზია გატეხეს. ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანამშრომლებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ.
რა არის წაღებული მაღაზიიდან, ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.