25 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
ცრუ განგაში ჰავაიზე - კუნძულზე ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შესახებ გაფრთხილება შეცდომით გაავრცელეს

ცრუ განგაში ჰავაიზე - კუნძულზე ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შესახებ გაფრთხილება შეცდომით გაავრცელეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ადგილობრივებმა შესაბამისი შეტყობინება მობილურ ტელეფონებზე მიიღეს, თუმცა 40 წუთის შემდეგ გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიწვია, რომელმაც თითი არასწორ ღილაკს დააჭირა.

შეცდომის გამო, ჰავაის მოსახლეობას გუბერნატორმა ბოდიში მოუხადა, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კი სრულყოფილი გამოძიების ჩატარების პირობა დადო.

გამაფრთხილებელი სისტემები ჰავაიზე დეკემბერში სარაკეტო იერიშის შესახებ ჩრდილოეთ კორეის მუქარის შემდეგ აამოქმედეს. 

დღის ამბები