25 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში ცნობილი შვედური ბრენდის H&M-ის მაღაზიები დაარბიეს

სამხრეთ აფრიკაში ცნობილი შვედური ბრენდის H&M-ის მაღაზიები დაარბიეს.

დემონსტრანტები ბრენდის 6 მაღაზიას დაესხნენ თავს. მათ ვიტრინები ჩაამსხვრიეს და კოლექციები თაროებიდან გადმოყარეს.

პროტესტი H&M-ის რეკლამას უკავშირდებოდა, რომლის გამოც, ბრენდი რასიზმში დაადანაშაულეს.

ბრენდის სამოსს პოპულარიზაციას ფერადკანიანი ბავშვი უწევდა, სპორტულ ზედატანს კი წარწერა ჰქონდა გაკეთებული - "ყველაზე საყვარელი მაიმუნი ჯუნგლებში".

რეკლამის გამო, კომპანიამ გასულ კვირას ბოდიშიც მოიხადა.



დღის ამბები