20 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
სახელმწიფო დროშის დღე - პრეზიდენტის სასახლეში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშის აღმართვის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დაიწყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძის და ზაზა დამენიას, შვილებთან ერთად, სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა.

ეს დროშა რამდენიმე წლის წინ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მე ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე პირველად. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ მაქვს ამის ბედნიერება, აღვმართო ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა პრეზიდენტთან ერთად,“ - განაცხადა ზაზა დამენიას შვილმა, გიორგი დამენიამ. 

დროში აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა შავნაბადამ შეასრულა. 

სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს კახეთშიც. ეროვნული დროშა უჯარმის ციხეზე მაშველებმა აღმართეს.

ცერმონიას პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, დაესწრნენ, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ პრეზიდენტის ამ ინიციატივას და სახლებიდან ეროვნული დროშა გადმოფინონ. 

"ყველას მოვიწოდებ, შემოგვიერთდნენ, აღმართონ დროშები სახლებში. ეს არის ის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს ყველას," - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები