მდინარე რიონში მოკლული მამაკაცის ცხედარს კვლავ უშედეგოდ ეძებენ.
ახალი წლის ღამეს გაუჩინარებული ირაკლი კეკელიას შესახებ, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში ოჯახმა არაფერი იცოდა. სამართალდამცველები დამნაშავეების კვალზე მხოლოდ უცნობი თვითმხილველის ანონიმური წერილის მიღების შემდეგ გავიდნენ და მოკლულის 2 მეგობარი დააკავეს.
ვარაუდობენ, რომ ირაკლი კეკელია საკონტროლო გასროლით არის მოკლული.
დანაშაულის მოტივი უცნობია. სასტიკი მკვლელობის მიზეზი შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება გამხდარიყო.