19 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
ვაზიანში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ვაზიანში სახელმწიფო დროში დღე აღნიშნეს, სადაც დროშის აღმართვის ცერემონია IV მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა.

პარლამენტში, ქვეყნის მუნიციპალიტეტების გერბებთან და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოებთან ერთად, საქართველოს სამხედრო ძალების, სახმელეთო ჯარების დროშები დღეს გამოფინეს.

„ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს. ეს არის ეროვნული სიმბოლო, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი გმირები. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ და ვდგავართ სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე,“ - აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სერჟანტმა, თორნიკე თვარაძემ.

დღის ამბები