17 აპრილი 2024,   00:10
ვრცლად
"საქართველოს დროშა, ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში" - საზეიმო მიღება პარლამენტში

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა პარლამენტში.

ღონისძიებაზე გამოიფინა ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული დროშა არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას ან ხელისუფლებას, ის გამოხატავს სახელმწიფოს და საზოგადეობის ისტორიულ გზას.

„ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადობის ისტორიულ გზას და იმ ღირებულებებს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები