24 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ტრამპის მცდელობა, ძირი გამოეთხარა ბირთვული შეთანხმებისთვის, უშედეგოდ დასრულდა - ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მცდელობა, ძირი გამოეთხარა ბირთვული შეთანხმებისთვის, უშედეგოდ დასრულდა.

განცხადება ჰასან როუჰანიმ ირანის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების უშედეგო ქმედებები ამტკიცებს, რომ საერთაშორისო დონეზე მიღწეული შეთანხმებები წარმატებით მუშაობს.

ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებს ულტიმატუმი წაუყენა და ისტორიული შეთანხმების გადახედვა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფიციალური ვაშინგტონი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი მხრიდან თეირანის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმა არის ბოლო შანსი ხელშეკრულებაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

დღის ამბები