24 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
გაძვირებული პროდუქტი და ინფლაციის საგანგაშო მაჩვენებელი - ბოლო 5 წელში ფასები 19%-ით არის გაზრდილი

ბოლო პერიოდში სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ფასების ზრდა კი, სპეციალისტების შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელმა გამოიწვია, რომელიც, გასულ წლებთან შედარებით, საგანგაშო მაჩვენებელზეა.

მაგალითისთვის, 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მინუს 1% იყო. 2016 წელს 2%, 2017 წელს კი 7% -ს მიაღწია.

ბოლო ხუთ წელიწადში ფასების საერთო დონე 19%-ით არის გაზრდილი. პერსონალური ინფლაცია კი ამავე პერიოდში 63%-ია. ანუ, პირობითად, 2012 წელს 100 ლარად რისი შეძენაც იყო შესაძლებელი ახლა იგივე შენაძენზე 163 ლარია საჭირო.

ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ აბსოლუტურმა სიღარიბემ 7-წლიანი კლების შემდეგ 2016-ში ისევ ზრდა დაიწყო, 2017-ის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია საქსტატს, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკიდურეს ღარიბად მიიჩნევა ის, ვისაც დღეში 2 დოლარი ან ნაკლები სახარჯო ფული აქვს და დოლარის გაძვირება, ცხადია, ამ 2-დოლარიან ჯგუფს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

გაძვირებული პროდუქტის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: ბოსტნეული გაძვირდა 21%-ით; ხილი - 12.5%-ით; ხორცი 9%-ით; 21%-ით გაძვირდა პირადი ავტომობილის შენახვა; 8%-ით მოიმატა ჯანდაცვის ფასმაც.

 

დღის ამბები