25 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
აკა მორჩილაძის ინტერვიუ P.S-თან

თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, აკა მორჩილაძე, რომელიც ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობს, P.S.-თან საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობს.

მწერალი საკუთარ თავსა და მისი წერის სტილზე ყვება. გარდა ამისა, გიო ახვლედიანი მისი ფსევდონიმის შექმნის ისტორიას იხსენებს.

აკა მორჩილაძე იმ წიგნის შესახებაც საუბრობს, რომელიც სულ ცოტა ხანში ქართველ მკითხველს შეხვდება.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში „კუპიდონი კრემლის კედელთან“ გამოსაცემად ემზადებიან.

ამბობენ, რომ რომანი, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია დაწერილი, საბოლოოდ ტრილოგია იქნება და მასში გასული საუკუნის კიდევ ერთი შავბნელი 1937-იანი წლები იქნება აღწერილი. იმას, თუ რა ესაქმება კუპიდონს კრემლის კედელთან, ქართველი მკითხველი სულ მალე შეიტყობს.  

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები