20 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
მცირე მეურნეობა, ბოსტანი, ბაღი - თბილისიდან სამეგრელოში და ოჯახური ბიზნესი მარტვილში

ოჯახი, რომელიც თბილისიდან მარტვილში გადასახლდა და ოჯახური ბიზნესი დაიწყო - ოჯახი უკვე მესამე წელია, შობა-ახალ წელს სამეგრელოში, ბებია-ბაბუის სახლში, ხვდება.

პატარა ღვინის მარანი, მცირე მეურნეობა, ბოსტანი, ბაღი და საოჯახო სამზარეულო ტურისტებისთვის. დედაქალაქის ხმაური და რითმი ცხოვრების ახალმა სტილმა შეცვლა.

ოჯახის უფროსი - ზაზა, პროფესიით გეოგრაფია. მან დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან წლების წინ შეთავაზება მიიღო და ახლა მარტვილის დაცული ტერიტორიების დირექტორია. სამეგრელოში ტურისტებს, ღირსშესანიშნაობებთან ერთად, გემრიელ კერძებს და ღვინოს სთავაზობს.

ზაზა დარწმუნებულია, რომ მარტვილის დაცულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობის ზრდა, რეგიონს განვითარებას ხელს შეუწყობს.

ზაზას მეუღლე - ქეთო, პროფესიით ფილოლოგია. არ ნანობს, რომ მუშაობის 10-წლიანი სტაჟი დათმო და საცხოვრებლად მარტვილში გადავიდა.

სირთულეების მიუხედავად, ოჯახს ახალი წლიდან ახალი გეგმები და იდეები აქვს. ფიქრობენ, რომ მათი წარმატებული მცირე ბიზნესი სხვებისთვის მაგალითის მიმცემია.

დღის ამბები