19 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოძიება აუცილებლად უნდა სცემდეს ამ კითხვებზე პასუხებს - გია ვოლსკი მუხთარლის შესახებ

„გამოძიებას რაც შეეხება, ადრეც იყო ეს კითხვები, დღემდე არ მოხსნილა, თუ როგორც მოხდა, რომ ცენტრიდან ისე, რომ არავინ არ დაინახა, ადამიანი გაიტაცეს," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესახებ გააკეთა. 

ვოლსკის თქმით, იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში საქმესთან დაკავშირებით არსებობს, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. 

„გამოძიებას რაც შეეხება, ადრეც იყო ეს კითხვები, დღემდე არ მოხსნილა, თუ როგორც მოხდა, რომ ცენტრიდან ისე, რომ არავინ არ დაინახა, ადამიანი გაიტაცეს. არანაირი ჩანაწერი ამის თაობაზე არ არსებობს და არის კიდევ სხვადასხვა შეკითხვები, რომელმაც საკმაოდ რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოძიება აუცილებლად უნდა სცემდეს ამ კითხვებზე პასუხებს, მაგრამ პირდაპირი კავშირი იმ თემასთან დაკავშირებით, რაც მიყენებული აქვს აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ, ჯერჯერობით არ იკვეთება, თუმცა, არც ეგ არ გამოვრიცხოთ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილების  მიხედვით, აფგან მუხთარლი პატიმრობაში 6 წელს გაატარებს. 

დღის ამბები