24 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
ნასას ასტრონავტი თბილისში - ჰაიდი ფაიფერის თვალით დანახული დედამიწა კოსმოსიდან

ამერიკელი ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერი, თბილისში ჩამოვიდა. ჰაიდი ფაიფერს მონაწილეობა ორ კოსმოსურ მისიაში აქვს მიღებული.

ასტრონავტი იმ იშვიათი ადამიანების რიცხვშია, ვისაც საქართველო და მთელი პლანეტა კოსმოსიდან აქვს ნანახი. ამერიკელმა ასტრონავტმა ორი მისია შეასრულა, ღია კოსმოსში 33 საათი გაატარა და ჩატარებული სამუშაოებისთვის არაერთი ჯილდო მიიღო.

ბავშვობაში პირველად თვითმფრინავების ყურებისას გაუჩნდა სურვილი, მფრინავი გამოსულიყო. თუმცა, შემდეგ ინჟინერის პროფესია აირჩია, სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს შეუერთდა და კაპიტნის წოდება მიიღო.

ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ყოველდღიურად საათობით ემზადებოდა. 2 წლის შემდეგ უკვე მიიღო დავალება, დედამიწა დაეტოვებინა და კოსმოსურ სადგურზე ემუშავა.

ჰაიდი ფაიფერი საკუთარ გამოცდილებას ქართველ სტუდენტებს უზიარებს. იხსენებს კოსმოსში ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს და მათ კითხვებს პასუხობს.

ასტრონავტი საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მისი ვიზიტის პარალელურად თბილისში კოსმოსური ჰაკათონი იმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები