24 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
"ხუთი დღეა ვდგავართ, საჭმელიც აღარაფერი დაგვრჩა" - გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მძღოლები დახმარებას ითხოვენ 

გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ნაწილობრივ გაიხსნა. გადაადგილების უფლება ამ დროისთვის მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს მისცეს.

გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ზაზა აგულაშვილი „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის ზვავსაშიშროება მოიხსნა და მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, დღის ბოლომდე გადაადგილების უფლება შესაძლოა, სატვირთო ავტომობილებსაც მიეცეთ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლები კი აცხადებენ, რომ გზის გახსნას უკვე 5 დღეა უცდიან. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ აღარ აქვთ საკვები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი არ არსებობს მაღაზია, სადაც შეძენას შეძლებენ. მათ პრობლემა აქვთ საწვავთან დაკავშირებითაც.

„ხუთი დღეა ვდგავართ და არანაირი შედეგი არ არის. ჯერ კიდევ არ ვიცით როდის წავალთ, არავინ არაფერს არ ამბობს. ისეთ ადგილას ვართ გაჩერებული, რომ მაღაზიაც კი არ არის. საჭმელიც აღარაფერი დაგვრჩა. არ ვიცით რა ვქნათ,“ - განაცხადა მარტინ დარტიანმა.

დღის ამბები