19 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა, საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება - სააკაშვილი ლუცენკო-გოგაძის შეხვედრაზე საუბრობს

„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა, საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება, არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის გენერალური პროკურორის და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის კიევში შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

12 იანვარს იური ლუცენკო და გიორგი გოგაძის შეხვედრა კიევში შედგა, რომელზეც მათ ექსტადირებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. შეხვედრის შესახებ თავად ლუცენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ საუბარი ექსტრადაციას შეეხებოდა, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

უკრაინული მედიის ვარაუდით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თემასაც შეეხნენ.

აღნიშნულ შეხვედრას მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა.

„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა, საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება, არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ. ჩვენი ხალხებიც უნდა გაერთიანდეს მათ წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და რაც ყველაზე მთავარია, უპერსპექტივობას და სიღარიბეს,“ - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები