25 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
კიევში იური ლუცენკოს და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ.

შეხვედრის შესახებ თავად ლუცენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ საუბარი ექსტრადაციას შეეხებოდა, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

უკრაინული მედიის ვარაუდით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თემასაც შეეხნენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და არა პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით.

„ეს არის კონკრეტული შემთხვევა, სადაც არის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარი და ამის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა იმის მიხედვით, ახლა „ქართულ ოცნებას“ ვინ მოსწონს პოლიტიკურად და ვინ არ მოსწონს,“ - განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი სოფო კილაძის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

„ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი ნორმა, არსებობს შეკითხვები, არსებობს სასამართლო, რომლის წინაშეც სააკაშვილი უნდა წარსდგეს და აქედან გამომდინარე, ჩვენს ფიქრებს და ემოციებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები