23 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური ბერკეტი, რომ შავ ჩრდილში მოაქციოს „ქართული ოცნება"-უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების საშუალებას აძლევს. დღეს გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი დაუბრუნდა თავის პოლიტიკურ პლატფორმას და გასცდა გარკვეულ ჩარჩოებს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ისევ დაუბრუნდა თავს პოლიტიკურ პლათფორმას შეიძლება ეს პროფესიონალურად სწორად ჩამოაყალიბოს თავისი მიდგომა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი უკვე გასცდა გარკვეულ ჩარჩოებს, რასაც ჰქვია პროფესიონალური ანალიზი და  გარკვეული პოლიტიკური პოზიცია დაიკავა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოფო კილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და ეს მისი მხრიდან არის მინიშნება პოლიტიკური ბერკეტის გამოყენების.

„პრეზიდენტი ნამდვილად მოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და ეს არის მისი მხრიდან ალბათ ჩემი აზრით უფრო მინიშნება იმისკენ, რომ ეს არის პოლიტიკური ბერკეტი, რომ რაღაც შავ ჩრდილში მოაქციოს „ქართული ოცნება,"-განაცხადა სოფო კილაძემ. 

მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა ეს უფლება მეთერთმეტედ გამოიყენა. ამ დრომდე გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება 10-ჯერ გამოიყენა, საიდანაც პარლამენტმა 8 დაძლია, ხოლო 2 გაიზიარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები