19 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
რუსეთს შეუძლია, რეალურად შეუწყოს ხელი პირდაპირ დიალოგს საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-ოსეთს შორის - ზურაბ აბაშიძე

რუსეთს შეუძლია, რეალურად შეუწყოს ხელი პირდაპირ დიალოგს საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-ოსეთს შორის - ეს განცხადება პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ „ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არ დგას.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა პოლიტიკური ნება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„ვფიქრობ, რომ იანვრის ბოლოს პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე საქმიანი საუბარი შედგება კონკრეტული შედეგებით. თუმცა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რთული პოლიტიკური საკითხების განხილვისას გამოჩნდეს ახალი პოზიტიური დინამიკა,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები