19 აგვისტო 2018,   11:45
ვრცლად
"ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას"-ოპოზიცია პეზიდენტის ვეტოს მიესალმება

საპარლამენტო უმცირესობა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და კანონს დაადო ვეტო, რადგან ის მართლაც ავიწროებდა კერძო, დამოუკიდებელ მაუწყებლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად მმართველი გუნდი არ გაიზიარებს მოტივირებულ შენიშვნებს.

„სამწუხაროდ, არ მაქვს იმისი იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნებისა“ გაიზიარებს ამ მოტივირებულ შენიშვნებს თუმცა პრეზიდენტის ეს პოზიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად იზოლირებულია და მარტო არის თავის თავთან დარჩენილი დღევანდელი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოც.“ ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირის მხრიდან ვეტოს აქცენტები აბსოლუტურად სწორად არის დასმული.

„ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს ქვეყანაში კერძო ტელეკომპანიების ფუნქციონირებას და სიტყვის თავისუფლებას, ზუსტად იმ აზრით, რომ იჭრება კერძო სარეკლამო ტელესივრცეში ერთი და მერე მეორე, იმ ფულსაც კი 52 მილიონსაც ყოველ წლიურად რასაც ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს, არსებული კანონპროექტით ხდება მისი გაუმჭირვალე ხარჯვა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

პრეზიდენტმა ვეტო მაუწყებლობის შესახებ კანონს დაადო, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა ენიჭება. 

დღის ამბები