20 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
"შესყიდვები საზოგადოებრივი მაუწყებლის უნდა იყოს გამჭირვალე" - ეკა გიგაური პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება

მესამე სექტორი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯვითი ნაწილი უნდა იყოს გამჭირვალე, რის საშუალებასაც ეს კანონი არ იძლევა.

„შესყიდვები საზოგადოებრივი მაუწყებლის უნდა იყოს გამჭირვალე იმიტომ, რომ ამ შესყიდვებს ისინი ახორციელებენ ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით და შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ როგორ ხარჯავს ამ ფულს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იგი უკავშირდება უკვე შემოსავლებს რეკლამებიდან და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ამის საჭიროება არ არსებობს რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც იღებს შემოსავალს ბიუჯეტიდან,“-განაცხადა ეკა გიგაურმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ორი წყაროდან შემოსავალი ექნება, კერძო ტელევიზიები ცუდ პირობებში აღმოჩნდებიან.

პრეზიდენტმა ვეტო მაუწყებლობის შესახებ კანონს დაადო, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა ენიჭება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები