25 მაისი 2018,   07:23
ვრცლად
ხაშურში მშობიარე ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 40 წლამდე ასაკის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. ის მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ და საკეისრო კვეთის დროს დაიღუპა.

ოჯახი კი კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა და გართულებები საკეისრო კვეთის დროს დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ექიმებმა შეცდომა სწორედ ამ დროს დაუშვეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ საკეისრო კვეთა გართულების გარეშე მიმდინარეობდა თუმცა ბავშვის მუცლიდან ამოყვანის შემდეგ მდგომარეობა გართულდა. რეანიმაციულ ღონისძიებებს კი შედეგი არ მოჰყვა და პაციენტი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით. 

დღის ამბები