19 თებერვალი 2018,   09:29
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმე - საქალაქო სასამართლოში შსს-ს ყოფილი სამართალდამცველების საქმის განხილვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი სამართალდამცველების საქმის განხილვა გრძელდება. პროცესი დღეს მოწმის დაკითხვით გრძელდება. დაცვის მხარე პროკურატურის მოწმეს, გრიგოლ ბაშალეიშვილს კითხავს, რომელიც პატრულის ყოფილი თანამშრომელია. ბაშალეიშვილი წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა, რომელსაც ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძესა და მოწმე ბაშალეიშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა და მოსამართლემ რობაქიძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.

პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნების უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. სასამართლო პროცესები ამ საქმეზე უკვე 5 წელია გრძელდება. 

„რამდენიმე მოწმემ ნამდვილად დაასახელა და მიუთითა კონკრეტულ პიროვნებაზე, რომლის აღწერილობა ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა დღეის მდგომარეობით ამ პროცესზე ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებული აღნიშნული პიროვნება არ არის, უშუალოდ ამ პროცესზე,“ - განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.

დღის ამბები