16 ოქტომბერი 2018,   17:12
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო მაუწყებლის შესახებ კანონს - უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს ცვლილებების 2 ნაწილზე გადაუგზავნა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული რეკლამის ეთერში განთავსების უფლებას მიიღებს, ეს კერძო ტელეკომპანიების შემოსვლებს შეამცირებს, რაც დამოუკიდებელ მედიას დარტყმის წინაშე დააყენებს. მოტივირებული შენიშვნების მეორე ნაწილი კი შესყიდვების საკითხს ეხება.

ვეტოს დაიძლევა უმრავლესობამ პრეზიდენტს კანონის დაბლოკვიდან რამდენიმე წუთში უკვე დაუანონსა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიაში პოზიციები მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ორად არის გაყოფილი, უმრავლესობა პირობას დებს რომ 76 ხმის მობილიზებას შეძლებს.

ვეტოს დაძლევას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს დარგობრივი კომიტეტის თითქმის სრული შემადგენლობა. მმართველი გუნდი ეს ნაწილი კანონპროექტში პრობლემას სწორედ კომერციული რეკლამის განთავსების ნაწილში ხედავს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს აქცენტები, რომ სწორია და მოტივირებულ შენიშვნებს რომ მხარს დაუჭერენ.

გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს თუ მორიგ ვეტოს დაძლევს, ამაზე გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ 15 დღეში უნდა მიიღოს.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე, თამთა ჯიქია.

 

დღის ამბები