19 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები და ხელფასების ზრდა მერიაში - საკრებულოში ხმაურიანი სხდომა იგეგმება 

თბილისის მერის ხმაურიანი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც მერიაში მაღალჩინოსნების ხელფასების ცვლილება იგეგმება, ბრალდების ადრესატები ოპოზიცია და „რუსთავი 2“ იყო.

სამაუწყებლო კომპანია კახა კალაძემ იმაში დაადანაშაულა, რის შესახებაც გადაწყვეტილება თავად მიიღო. თბილისის მერი, საკუთარი თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საბოლოო თანხმობას საკრებულოსგან ელოდება. მიუხედავად ამისა, კალაძე აცხადებს, რომ ის კანონის შესაბამისად მოქმედებს და ხელფასებს არ ზრდის.

კანონი, რომელსაც კახი კალაძე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად ასახელებს, ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა. 

საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ კალაძეს სურს, კანონს ამოეფაროს და ამ ფორმით გაამართლოს შრომის ანაზღაურების გაზრდა მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისთვის.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩეს. თბილისის მერი სტრუქტურულ რეფორმას იწყებს. რამდენიმე სამსახურის გაერთიანების შედეგად კახი კალაძე კადრების შემცირებას არ გამორიცხავს.

კალაძის გადაწყვეტილების საპასუხოდ საკრებულოში ბრიფინგი პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გამართა.

ხმაურიანი სხდომა საკრებულოში ხვალ იგეგმება, სტრუქტურული ცვლილებებისა და ხელფასების ზრდის შესახებ დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღონ.

დღის ამბები