16 ოქტომბერი 2018,   00:25
ვრცლად
რას ფიქრობს ხალხი საქართველში - NDI დღეს საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს
რას ფიქრობს ხალხი საქართველში. დღეს ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. კვლევის დროს მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული რეგიონების გარდა, 2200-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
 
რომელ სახელმწიფო ინსიტიტუციას ენდობით? რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა? შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ? - ამ და სხვა კითხვების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები რამდენიმე საათში გასაჯაროვდება.
 
ხვალ კი, უკვე NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს გამოაქვეყნებს და გავიგებთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს ენდობა მოსახლეობა ყველაზე მეტად.

"კვლევა ადგილობრივი არჩევენების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ჩატარდა, ამ პერიოდის მიმოხილვას წარმოავადგენთ. ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ აღიქვეს ადამიანებმა ეს არჩვენები. ჩვენ მივიღეთ არა ერთი ანგარიში საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისგან, თუმცა ასევე საინტერესოა, რას ფიქრობენ არჩვენებზე საქართველოს მოქალაქეები. ვისაუბრებთ ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკაზე - რას ფიქრობს ხალხი ნატოსა და ევროკავშირზე და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე," - აცხადებს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი. 

დღის ამბები