ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხა. მათ შორის იყო პროკურატურის მოწმე, პატრულის ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ მის მიერ შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა ბუტა რობაქიძე.
კითხვაზე, იღებდა თუ არა რაიმე მითითებებს ის გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხალავასგან, ბაშალეიშვილმა განმარტა, რომ არანაირი დავალება მას არ მიუღია.
პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.