19 თებერვალი 2018,   09:33
ვრცლად
საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია - Freedom house ანგარიშს აქვეყნებს

Freedom house მორიგ ანგარიშს აქვეყნებს - საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც 2018 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.

ორგანიზაციის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი პარტიის კონტროლს წლების განმავლობაში გაამყარებს.

ანგარიშში ყურადღება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზეც არის გამახვილებული.

დღის ამბები