18 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
ბელგიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

20 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანიების გამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

აფეთქების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა გვერდით არსებული შენობებიც. გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დღის ამბები