25 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
კალიფორნიაში სამართალდამცველებმა 13 დატყვევებული მოზარდი გაათავისუფლეს

კალიფორნიაში სამართალდამცველებმა 13 დატყვევებული მოზარდი გაათავისუფლეს. შემთხვევა ლოს ანჟელესის მახლობლად მდებარე დასახლებაში მოხდა. პოლიციას 10 წლის გოგონა დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მშობლებს მისი და-ძმები დატყვევებული ჰყავთ.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში საკუთარ ლოგინებზე მიჯაჭვული 13 ადამიანი აღმოაჩინეს. მათი ასაკი 2-დან 29 წლამდე იყო.

პოლიციამ მშობლები დააკავა. მათ წამებასა და ბავშვის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით, ხანგძლივი პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები