20 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

მათ შორის, საუბარი შეეხო, 2018 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესს.

უწყების ინფორმაციით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

დღის ამბები