18 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ხმაური სარფის საბაჟოზე - მოვაჭრეები საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

ხმაურია ამ წუთებში სარფის საბაჟოზე. მოვაჭრეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი ყოველდღიურად გადადიან სამუშაოდ თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, ახალი რეგულაციებით კი, მათ შეზღუდვები უწესდებათ.

რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შეძლებენ.

დღის ამბები