19 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
სასამართლოს წინაშე წარდგნენ დამნაშავეები გომელაურიდან დაწყებული - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

26 დეკემბერს პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ კომენტარში გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე ტყუილზე ააგო, ამიტომ მას სარჩელი სტრასბურგში შეაქვს.  

„აქ მე გასაქანს არ მომცემენ. ეს მე ვიცი მთავრობისგან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაღაც ტყუილზე ააგეს. ჩემი ძირითადი მიზანი არის, სტრასბურგზე გავიტანო ეს საქმე და დავამტკიცო ჩემი და ჩემი ვაჟის თემირლანის სიმართლე. მეორე რაც არის ჩემი მოთხოვნა, სასამართლოს წინაშე წარდგნენ დამნაშავეები, დაწყებული ზემდგომებიდან, გომელაურიდან დაწყებული, ვინც განახორციელა ეს გასროლა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია ანტიტერორისტული სპეცოპერაცის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი ომბუდსმენს სტრასბურგსა და საქართველოში სასამართლო პროცესებზე დახმარებას სთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები