24 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
სამართალდამველებმა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღეს

სამართალდამველებმა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში გუშინ მოკლეს.

"ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი და ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

დამნაშავის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. კვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი. 

დღის ამბები