25 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ხაშურში - არასრულწლოვანთა დაჭრაში ბრალდებული დააკავეს 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხაშურში არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტი უწყებამ ცხელ კვალზე გახსნა.

მეზვრიშვილის განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  სსკ-ს 9/108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს ხაშურში ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა ორ არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები