20 აგვისტო 2018,   18:46
ვრცლად
მერიაში ანაზღაურების გაზრდის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს კალაძის მოადგილემ გააცნო

თბილისის საკრებულოში დანამატის ხელფასთან გაერთიანების პროგრამის წარსადგენად თბილისის მერი არ მივიდა. საკრებულოში პროგრამა დეპუტატებს მერის მოადგილემ გააცნო და აღნიშნა, რომ რეალურად, ხელფასების მატება არ ხდება.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, აღნიშნულ თანხას, რომელსაც ცვლილების შემდეგ მერიის თანამშრომლები აიღებენ, ისედაც წლების განმავლობაში გაიცემოდა.

„ამ ბიუჯეტში, სწორედ, ქამრების შემოჭერის კონტექსტში და ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჩვენ საბიუჯეტო სახსრები, რომელთა დამატებით მობილიზება გავაკეთეთ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მაქსიმალურად მივმართეთ იმ ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი ურბანული განვითარების პროექტებისადმი, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც გვაწუხებს მეც, თქვენც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს ან ამ ქალაქში ჩამოდის,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

საკრებულოში სხდომა უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. დღეს საკრებულოში მერიის ინიციატივას, ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით განიხილავენ. ასევე, საკრებულოს სხდომაზე მერიაში განსახორციელებელ სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ.

საკრებულოს ოპოზიცია მერიის ამ ინიციატივას აკრიტიკებს და სწორედ ამის გამო დატოვეს სხდომათა დარბაზი.

დღის ამბები